“MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი.
კერძოდ, 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.
ცნობისთვის, სენატის კალენდარში ასევე ასახულია სენატორი ჯინ შაჰინისა და სხვების მიერ წარდგენილი “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის და სხვა მიზნების კანონპროექტი” (ასევე ცნობილი, როგორც “MEGOBARI აქტი”), რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 აპრილს დაუჭირა მხარი.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ