"რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს!" - ნიკა გვარამია
ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას - მე რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს! , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურის კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდგომ გვარამიამ განმარტა, ის კომისიაზე შეგნებულად არ მივიდა.
“ტრადიციულად იყო კითხვები, “მიიღეთ თუ არა გამოძახება” და ა.შ. არ ვაპირებ მასხარაობას, ყველაფერი მივიღე და არ მივედი სრულიად შეგნებულად, რადგანაც ეს პარლამენტი და არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ მიმაჩნია არამარტო მე, არამედ დანარჩენ სამყაროს, იმ ქვეყნების გარდა, რომელსაც აღიარებული აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ასევე, ტერორისტულ ორგანიზაციებს. შესაბამისად, მე არ ვაპირებ გამონაკლისი ვიყო და ისტორიის ბნელ მხარეს ვიდგე. ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას. მაგალითად, თქვენ (ჟურნალისტებმა) ყველამ ერთად რომ გამოაცხადოთ რაღაც საგამოძიებო კომისია და თქვენგან მომივიდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, გამოცხადდი და მომეცი ჩვენებაო, ზუსტად იგივე ტიპის დოკუმენტია ეს. ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მასში არ არიან კონსტიტუციით დადგენილი პირები ანუ ოპოზიციის წარმომადგენლები, ამიტომ მე საერთოდ არც მაინტერესებს ასეთი მოწერილობები”, - განაცხადა გვარამიამ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე