" ცესკო პასუხისმგებელია იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები" - ირაკლი კობახიძე
ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა მესამე სექტორის განცხადებებს ცესკოს დადგენილების შესახებ. მისი შეფასებით, სპეკულაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არავის უკვირს.
„რეალურად, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ცესკოს მიერ.ამ შემთხვევაში, იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები,რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. სირთულეები რომ იყო, ეს აჩვენა წინა არჩევების პრაქტიკამაც. ძალიან ხშირად, მათ შორის ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკო-ს ფუნქცია. ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. თქვენ იცით,რომ ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა, დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას დიდი ხანია მიჩვეული ვართ და ახლაც არავის უკვირს, მითუმეტეს, როდესაც აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ გაყალბებაში, ვგულისხმობ, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. მე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ISFED-ს არ გაუყალბებია ეს შედეგები, ამ გაყალბებული შედეგებით მანიპულირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“. რა თქმა უნდა, გამყალბებლები სპეკულირებდნენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერავითარი ფასი ექნება, იქიდან გამომდინარე,რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ორგანიზაციების შესახებ ყველაფერი იცის“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს