"ქართული ოცნების“ გზა ჩიხში მიდის, საქართველო კი სწორედ ახლა უნდა ადგეს ფეხზე და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის"
„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იყენებს „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის ძალების“ მითს, რათა ხალხი დააშინოს და საკუთარი ღალატი გადაფაროს.
„ეს „ქოცური“ ტრიუკია. მათ სჭირდებათ მტრის მუდმივი ხატი, რათა ყურადღება არ გამახვილდეს რეალურ პრობლემებზე. ქვეყანა იზოლაციაშია, კორუფციით ივანიშვილის კლანი გამდიდრდა, ხალხი კი გაღარიბდა. განსაკუთრებით ამორალურია მათი პროპაგანდა ომზე. „ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია.
ეს იგივე პროპაგანდაა, რომლითაც კრემლი ამართლებს საკუთარ აგრესიას. ახლა ამ ნარატივს საქართველოში იმეორებენ, რათა ქვეყანას წაართვან არსებობის უფლება და თავისუფლება. ეს არის ჩვენი თავდაცვის ინსტინქტის მიზანმიმართული დაჩლუნგების მცდელობა. მათ უნდათ, რომ საქართველო უსუსური იყოს, რომ ხალხმა იფიქროს, მორჩა, სხვა გზა აღარ დარჩა. თუმცა ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ისაა, რომ მათი გზა ჩიხში მიდის, საქართველო კი სწორედ ახლა უნდა ადგეს ფეხზე და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
