"ნაკლებად მჯერა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე" - იაგო ხვიჩია
ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ „ქარტიამ“ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით, ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ.
„არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ. რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა. მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
