"ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს" - კახა კალაძე
ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებენ, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების გამტარებელი არიან, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.
„მათი პოზიცია და მათივე მოსაზრება თუ არ გაქვს, მაშინვე იწყება თავდასხმები, აქვთ ერთი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც გარედან იღებენ. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან, თუმცა ამ ადამიანებს ლიბერალიზმთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. შესაბამისად, ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს ერთსახოვანია და რადიკალურ დაჯგუფებებსა და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.
„მარტივად აგიხსნით – ის კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთი ხელით იმართებიან. თქვენ არ იფიქროთ, რომ, თუ დღეს ამ ადამიანებმა სხვადასხვა პარტია შექმნეს და სხვადასხვა სახელი დაირქვეს, ისინი სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენენ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველა თავის დროზე წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული არიან. დღეს, როდესაც მოკვდა „ნაციონალური მოძრაობა“, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ მკვდარი პარტიისგან გამოყონ ეს ადამიანები და შექმნან რაღაც ახალი. დაასახელეთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველას ჰქონდა თავისი ფუნქცია, თუნდაც მამუკა ხაზარაძე, რომელიც მაშინ ბიზნესს წარმოადგენდა, მასაც შესაბამისი ფუნქცია ჰქონდა, კერძოდ, რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
