"ზურაბიშვილისგან ლიდერის შექმნა უნდათ, ვიღაცები გამოჩნდებიან და იტყვიან, რომ ის ლიდერი არ არის, მაგრამ ფაქტია, სცენარი ასე უნდა განვითარდეს, ამაში სერიოზულ შეცდომებს ვხედავ"
სცენარი შეიცვალა, სააკაშვილს აღარ ახსენებენ, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა, ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უნდათ, სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან, რადგან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიული თავდასხმები და ბილწსიტყვაობა არსად დაკარგულა, რომელსაც მის მიმართ ადგილი იმ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ჰქონდა, რომლებიც დღეს მის გარშემო ერთიანდებიან. ახლა სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი უნდა ჩაანაცვლოს – ეს იდეაა. სააკაშვილს აღარ ახსენებენ, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა. ეს როლი ვერ შეასრულა, ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა – ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული. უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან, რადგან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია. იქ ვიღაცები გამოჩნდებიან, ვინც მას გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ ის ლიდერი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ სცენარი სწორედ ასე უნდა განვითარდეს. ამაში სერიოზულ შეცდომებს ვხედავ. არ შეიძლება, ქვეყანას ასე მოეპყრო იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ერთი ხელისუფლება მეორით ჩაანაცვლო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე