"ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს"
„ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს. არ სჭირდებოდა რამდენიმე დღე მის მიერ საბუთების გადაცემას პროკურატურისთვის, ამას სჭირდებოდა ზუსტად ერთი წუთი, შეეძლოთ ელექტრონულ მისამართზე ჩაეგდოთ ან ფიზიკურად მიეტანათ, თუ ეს უკვე იყო გამზადებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ისფედის“ ინტერესი იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი.
„რა უშლიდა ხელს იმას, რომ უბრალოდ მიეტანათ პროკურატურაში? არ ჰქონდა მცდელობა „ისფედს“, რომ გაყალბებული მონაცემები მიეტანა, თუმცა ვერაფერს ვერ გააყალბენ, რადგან პარალელური ხმის დათვლა უბნების მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სიღრმისეულად გამოიძიებს ამ თემასაც კი, რატომ დაიგვიანეს ამდენი დღის განმავლობაში. ზოგადად, ქვეყნებს სხვა ქვეყნებში აქვთ მუდმივი ინტერესები. მეგობრული და საქველმოქმედო თანხები არ არსებობს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ძალიან ვუყვარვართ ვიღაცას და საქველმოქმედო მიზნებით დებს საქართველოში ფულს, მასთან კამათსაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ინტერესი და ამაში ხარჯავენ სხვა ქვეყნებში თანხას. ასეთ თანხებს ითვისებს მათ შორის „ისფედი“. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ინტერესი იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი, „ისფედი“ იღწვოდა ამისთვის. „ისფედში“ ჩადებული თითოეული ცენტი იხარჯებოდა, რომ საქართველო მომკვდარიყო, ეს გამოდგომოდა გლობალურ ძალებს, გლობალური ომის პარტიას და „დიფ სთეითს“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს გამოდგომოდათ ვიღაცებს, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავრჩებოდით და დღეს ის ადამიანები, რომლთა ფიზიკური გადარჩენა ჩვენ უზრუნველვყავით, ისინიც კი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ხვდებიან რასთან გვაქვს საქმე. დღეს თუ რომელიმე ადამიანი კიდევ ფიქრობს, რომ საქველმოქმედო ქვეყნები და საქველმოქმედო მიზნებით დახარჯული ათობით და ასობით მილიონი დოლარი არსებობს, მაშინ მათთან კამათსაც კი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 5 მარტს ისფედ-ში განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა