"ადვოკატები და იურისტები მზად არიან უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება" - ეკა ბესელია
პირველივე ჯერზე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი გამოეხმაურა ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ჯგუფი , - ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და იურისტების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, შექმნილია ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ იურისტების ჯგუფს დაუკავშირდნენ და ისინი მათ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.
„როგორც კი ინიციატივა გაჟღერდა და ადვოკატებს გავუზიარე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ეს ჯგუფი. ბათუმში არიან ადვოკატები, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ინიციატივას და ისინი მზად არიან უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. ყოველდღიურად იმართება პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამდენი დღეა ქუჩაში დგანან საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, იცოდნენ, რომ გვაქვს ასეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით ამდენი ადვოკატი, იურისტი და კიდევ უფრო მეტი, რომლებიც აქ არ არიან, მაგრამ მზად არიან, დაეხმარონ მათ, აღმოუჩინონ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.
ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, ორი ნომერი, რომელიც ამისთვის გამოვყავით. ქალაქის ნომერია - 2 95 2826 და მობილური ნომერი - 599 99 69 58“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
