საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.
დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.
ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს