"ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ - პირველ რიგში, ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც [მოსახლეობას] ატყუებს, იპარავენ, კორუფციაში არიან ჩართულები, გააყალბეს და გააფუჭეს არჩევნების აზრი, საერთოდ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მოუკლეს, რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არასამართლიანი იქნება.
„ჩვენი წარმომადგენლები ევროკავშირიდან დღეს ჩამოვიდნენ. ჩვენ ვარწმუნებთ და კიდევ ბევრს ვიმუშავებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არ გაუქმონ, მაგრამ საპირწონედ, თუ რაიმე ნაბიჯები უნდა გადადგან, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაასანქცირონ, რომლებიც დამნაშავეები არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში და არჩევნების გაყალბებაში.
როგორც კი სავიზო რეჟიმი ჩაირთვება, მოსახლეობის უმრავლესობა ვიზას ვერასოდეს აიღებს. ევროკავშირის ვიზა რომ აიღო გჭირდება: სტაბილური შემოსავალი, საბანკო ანგარიშებზე სტაბილური ფულის მოძრაობა და ა.შ. ეს ხალხი საიდან მოიტანს, ამაზე ხომ არავინ არ ფიქრობს.
მეორე მხრივ, რუსეთთან საზღვარი ღიაა, ნებისმიერ ადამიანს, როცა უნდა მაშინ გადავა და გადმოვა. ეს არის რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა. „ქართულ ოცნებას“ უნდა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირი დაიკეტოს და მიგვდევნონ [რუსეთში], მხოლოდ მოსკოვში იყოს ჩვენთვის ჩასასვლელი“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს
- "რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება" - დონალდ ტრამპი
- 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" - რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა