"რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს, ხან - აქ - კარგად ვერ ისმენს"
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ინფორმაცია „ხალხის ძალის“ გაფართოებასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციაა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე პარლამენტში მიყურადებითაა დაკავებული, თუმცა იმის 10%-ს იგებს რაც ხდება.
„რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს ხოლმე, ოღონდ 10% გაიგო იმის, რაც აქ ხდება სინამდვილეში. მე დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. მართლაც, ბატონი რომანი დადის ხოლმე და რიგებში ისმენს. ამ საქმიანობით არის დაკავებული, მიდი-მოდის და იქ ყურს მოკრავს რაღაცებს, კარგად ვერ ისმენს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე. ერთ რაღაცას მოკრა ყური და შემდეგ განავრცო და სწორი როგორ არის, ამას ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნება, მაშინ გაიგებთ. ბატონი რომანის ინფორმაციებს შეგიძლიათ 10%-ს ხანდახან ენდოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
