"თუ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ შერიგებაზე"
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, სანამ სააკაშვილი პატიმარია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია, არაფერს აზრი არ აქვს, ტყუილად ვსაუბრობთო - კაცი პირდაპირ ამბობს თავის სათქმელს და ჩვენ რატომ ვიმტვრევთ თავს, ღია კარებს რატომ ვამტვრევთ, რაზე ვკამათობთ საერთოდ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ეროვნული შერიგების იდეაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგისთვის პარლამენტი არსებობს.
„თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ შერიგებაზე, საერთო სახალხო ერთობაზე. თუ სხვა ტიპის დიალოგზეა საუბარი, პოლიტიკური დიალოგისთვის არის პარლამენტი და ცარიელი სკამები შევსებული რომ იყოს, შეიძლება გამოვიდეს გარკვეული ტიპის დიალოგი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებზე“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, სუბარი საკუთარი გამოსვლისას გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით მიიღონ. სოზარ სუბარის აზრით, აღნიშნული პრინციპი ადამიანებზე ზეწოლის კარგი ბერკეტია.
„საუბარია იმაზე, როგორ უნდა მოხდეს საკრებულოებში თანამდებობაზე პირების არჩევა. შემოგვთავაზეს, რომ ფარულობა არის დემოკრატიის პრინციპის დარღვევა. მთელ მსოფლიოში, ასევე პარლამენტში, პირიქითაა, რომ ზეწოლა რომ არ მოხდეს საკრებულოს წევრზე, დეპუტატზე და თავისი სინდისის მიხედვით გააკეთოს კენჭისყრა, ამისთვისაა ფარულობა მოთხოვნილი გარდა კანონპროექტების კენჭისყრისა. ახლა შემოგვთავაზეს "ნოუჰაუ", რომ ადამიანზე ზეწოლა რომ არ მოხდეს, საჭიროა ფარულობა დავარღვიოთ და ღიად მოხდეს კენჭისყრები. პირიქით - სწორედ ეს არის ადამიანებზე ზეწოლის კარგი ბერკეტი. არ შეიძლება გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და ახალი ვითარება შევქმნათ იმის მიხედვით, რომელ პარტიას როგორ აწყობს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი