"მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით"
მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას.
„ასევე, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამა, რომლის გამოყენებითაც გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად დაერიცხებათ ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისა და ათვისების გეგმით გათვალისწინებული მოსაკრებლის თანხები. შედეგად, გამარტივდება მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესი და დაზოგავს განცხადების წარდგენისთვის საჭირო დროს. შემუშავდება სავარაუდო დარიცხვის მექანიზმები გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელ ვალდებულებებზე. აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდება დღგ-ზე და ეტაპობრივად, დაინერგება სხვა გადასახადის სახეებშიც. პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სავარაუდო დარიცხვის ანულირება შეეძლება მარტივად, დეკლარაციის დაზუსტებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საგადასახადო კონტროლის პროცედურების მოდერნიზაციის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთა ადრეულ ეტაპზე ინფორმირებას შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
