"გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს
"გირჩი" საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. შესაბამისი განცხადება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ბოიკოტის შემთხვევაში მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს. შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას რესურსი აქვს ამოწურული, იმის რომ ამ ქვეყანაში რამე შეცვალოს. ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მიგვეღწია კონკრეტული შეთანხმებები, იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა „გირჩისთვის“ და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება. ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ იყო „გირჩი“ პარლამენტში“, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „გირჩმა“ ხმების 2.89%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 3 მანდატის შეყვანას შეძლებს, ამასთან მას თავისუფალი მანდატების გადანაწილების შედეგად კიდევ ერთი დეპუტატის შეყვანა შეეძლება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
