„27 წელია, კარგისკენ არაფერი შეცვლილა - აფხაზეთი რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია" - მამუკა ტუსკაძე
„ამ ადამიანებისთვის 27 წელია, არაფერი შეცვლილა, მათი უფლებები ისევ შელახულია, აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა საკუთარ მიწა-წყალზე ჩასვლას სოხუმის დაცემის დღიდან ვეღარ ახერხებს“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც წლების წინ მოხდა, მხოლოდ ერთი მხარის ტკივილი არაა, ეს ქართველი და აფხაზი მოსახლეობის საერთო ტრაგედიაა.
„დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 27 წელი შესრულდა. ზუსტად ამ დღეს, 27 წლის წინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოტევის შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის მხარეზე კონტროლი დაკარგა. ამ ომში ათიათასობით ქართველი დაიღუპა. რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. განხორციელდა ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდა. 300 ათასი ქართველი გამოდევნეს აფხაზეთიდან. მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დევნილი, სოციალურ-ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფლებააყრილი და დაუცველი აღმოჩნდა. აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილმა მოსახლეობამ იქ სახლ-კარი და წინაპართა საფლავები დატოვა. ბევრ მათგანს საკუთარი საცხოვრისი დღესაც არ გააჩნია, ხოლო საკუთარ მიწა-წყალზე ჩასვლას ისინი 27 წელია, ვეღარ ახერხებენ. იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ წლების წინ დარღვეული უფლებები დღემდე არავის აღუდგენია.
1993 წლის 27 სექტემბერი არაა მხოლოდ ჩვენი ტკივილი - ეს ქართველების და აფხაზების საერთო ტრაგედიაა. მე, როგორც უფლებადამცველი, ყველაფერს გავაკეთებ ამ ადამიანების უფლებების აღდგენისა და დაცვისთვის. და თუ ქართველი ხალხი მანდობს საკუთარ ხმას, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ უკვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით აღჭურვილი, პარლამენტისა და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ტრიბუნებიდან ვუთხრა მსოფლიოს ამ ხალხის სათქმელი. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო მათი ინტერესების გასატარებლად და ვიბრძოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის გაერთიანებისთვის.“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
