ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს
ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს.
მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ფულს არიგებენ. დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.
მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება.
ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა უბნებზე არსებულ სხვა დარღვევებზე. მისი თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
დეკანოიძე საოლქო კომისიისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
