September 12, 2025

აპრილი 06 2020 წაკითხვა 741 ჯერ

“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან დაახლოებით 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია”, - აცხადებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა კულუმბეგოვი - “ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა”.

აპრილი 06 2020 წაკითხვა 821 ჯერ

“საქართველოში არსებული მძიმე ფემიციდის ფონი, უფლებადამცველების თქმით, საგანგებო მდგომარეობის და კომენდატის საათის გამოცახდების შემდეგ კიდევ უფრო საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ პოტენციურად მოძალადე მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ფიზიკურმა, სქსუალურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობის სტატისტიკამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოიმატა. ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ სამი კვირის განმავლობაში მათთან 60-მდე ზარია შესული, სადაც ქალები ამბობენ, რომ კარანტინის და კომენდატის სათის გამოცხადების შემდეგ, მათზე ქმრები, ძმები, მამები და შვილები ყოველდღიურად ძალადობენ, მათ კი გარეთ გაქცევის საშუალებაც არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თუ ასეთ ქალს კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ნახავენ, არ დააჯარიმონ” - არასამთავრობოების ცნობით, ოჯახური ძალადობა 6-ჯერ გახშირდა.

აპრილი 06 2020 წაკითხვა 749 ჯერ

“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბევრ რამეს გადააფასებს პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით. ამერიკაც და ევროპაც დაფიქრდება, როგორ შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებიც აიძულებს ბიზნესმენებს, სტრატეგიული წარმოების ობიექტები ქვეყნიდან არ გაიტანონ. საეჭვო გახდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სანდოობა. ევროკავშირის ეფექტიანობაც დასაფიქრებელი იქნება, რადგან კრიზისმა აჩვენა, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია ბრძოლისა და მოქმედების ერთიანი სტრატეგია და გადამწყვეტ მომენტში ყველა ქვეყანას მარტოს უწევს პრობლემასთან გამკლავება...” - აცხადებს მისისიპის შტატის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ გურული გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს”.

აპრილი 06 2020 წაკითხვა 1744 ჯერ

“დღეს არაერთი ვერსია ვრცელდება; მსოფლიო ლიდერები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამენ, ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული და დანამდვილებით რამის თქმა რთულია...

აპრილი 06 2020 წაკითხვა 917 ჯერ

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

აპრილი 06 2020 წაკითხვა 746 ჯერ

ვირუსმა მთელი ჩვენი სინამდვილე ვირუსულადვე შთანთქა. სოციალური ქსელები და მას-მედიის საშუალებები ციფრულად; დაცარიელებული ქუჩები, სკვერები და მოედნები კი მეტი ფიზიკური სიცხადით გვაგრძნობინებენ უჩვეულო დროში მყოფობას.

გვერდი 592 სულ 705
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.