"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს მმართველ პარტიასთან - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია შპს ბორანი იგებს. 2013-2022 წლებში ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბარია 34 970 860 ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადებაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.
ქუთაისელმა პარასპორტსმენებმა, პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომელიც ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში განახორციელა, რამდენიმე სახეობაში მოიპოვეს გამარჯვება.
შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.