კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს
კომში ცნობილია, როგორც საკვები და სამკურნალო მცენარე. მისი ნაყოფი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, კერძოდ, ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას, კაროტინს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ფიტონციდებს, ეთეროვან ზეთს, B1, B2, C, E და PP ვიტამინებს.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე, მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიის და დაბალი ჰემოგლობინის დროს.
კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.
ჰიპერტონიის დროს, ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.
ხველების დროს, ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
ანგინისა და ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, მოხარშეთ ასი გრამი კომშის თესლი ორ ჩაის ჭიქა წყალში, სანამ არ განახევრდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნახარში, დღეში სამჯერ.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი