რკინის დიეტა: როგორ ვებრძოლოთ დაღლილობასა და ანემიას
თუ თქვენ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ ქოშინი, თქვენი გული სწრაფად ფეთქავს, მეგობრები კი გეუბნებიან, რომ ძალიან ფერმკრთალი ხართ, სავსებით შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემია გქონდეთ.
ამის შესახებ BBC წერს.
ჩვენს ორგანიზმს რკინის გამომუშავება დამოუკიდებლად არ შეუძლია: ის მას იმ საკვებიდან იღებს, რასაც მივირთმევთ.
თუმცა პრობლემა კიდევ იმაშია, რომ ყველა რკინას, რომელიც ადამიანის კუჭში საკვებიდან ხვდება, ორგანიზმი ერთნაირად კარგად ვერ ითვისებს.
როგორ მივიღოთ საკვებიდან რაც შეიძლება ბევრი რკინა:
-მიირთვით მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, მჟაუნა, სალათის ფურცლები) უმი ან ოთქლზე მომზადებული
-ისპანახი, რომელიც მდიდარია რკინით (სასურველია ოდნავ მოხარშოთ)
-მიირთვით ან დალიეთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და სასმელები.
წითელი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით და მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს. თუმცა თუ თქვენ ხორცხს არ მიირთმევთ, არსებობს სხვა ალტერნატივაც.
პირველ რიგში ეს არის მწვანე ბოსტნეული და პარკოსნები. რკინით მდიდარი აგრეთვე ფერმენტირებული პური.
წყარო: http://intermedia.ge
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
