უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, განცხადებები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მოუწოდებენ მოლაპარაკებისკენ, უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არ არის მზად ნამდვილი მშვიდობისთვის.
დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში დაიღუპა 270 და დაიჭრა 2600-ზე მეტი ადამიანი. ეს მონაცემები 18 აპრილს საღამოს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.