,,მიგატოვებენ, ისრაელი აღარ გექნებათ, თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ებრაელ დონორებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მათ მიატოვებენ, თუ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება.
„თქვენ მიგატოვებენ, თუ ის პრეზიდენტი გახდება და ვფიქრობ, თქვენ უნდა აუხსნათ ეს თქვენს ხალხს. თქვენ არ გექნებათ ისრაელი, თუ ის პრეზიდენტი გახდება“, - აღნიშნა ტრამპმა ლას-ვეგასში, „რესპუბლიკურ ებრაულ კოალიციასთან“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში აკრძალავს ლტოლვილთა განსახლებას „ტერორით სავსე“ ტერიტორიებიდან, როგორიცაა ღაზა და დააპატიმრებს „ჰამასის მომხრე ავაზაკებს“, რომლებიც ვანდალიზმში არიან ჩართულები. მისივე მტკიცებით, აშშ-ის უნივერსიტეტები დაკარგავენ აკრედიტაციას და ფედერალურ მხარდაჭერას "ანტისემიტური პროპაგანდის" გამო.
”კოლეჯებმა უნდა დაასრულონ ანტისემიტური პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ აკრედიტაციას და ფედერალურ მხარდაჭერას”, - აღნიშნა ტრამპმა, რომელიც 1000-ზე მეტ დონორს დისტანციურად ესაუბრა.
კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბს ტრამპის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
სიახლეები
- რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა
- ბოსტნეულის კატლეტი
- “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს” - წერს მამუკა ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში
- „ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა
- ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას წლები დასჭირდება