ივნისი 26 2024 წაკითხვა 214 ჯერ

საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩენი ოპოზიციონერები ჩივიან, რომ 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რესპუბლიკაში დაიწყო სამართალდამცველთა მასობრივი რეიდები. “კადიროვის უსაფრთხოების უწყებების მთელი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს. ეს არის 18-დან 20 წლამდე ასაკის უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი", - აცხადებენ მოძრაობა “1-ადათის” წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროებიდან არ ხერხდება.

ივნისი 25 2024 წაკითხვა 210 ჯერ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

ივნისი 25 2024 წაკითხვა 230 ჯერ

საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ივნისი 25 2024 წაკითხვა 219 ჯერ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნიან.

ივნისი 24 2024 წაკითხვა 267 ჯერ

უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტი ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ზომები მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

ივნისი 23 2024 წაკითხვა 262 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 - ხარკოვის ოლქში.

გვერდი 34 სულ 262
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.