“ტრამპმა ომში უკრაინის მხარე აირჩია” - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ის მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნული განცხადება მან BFMTV-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ბაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა, მისი ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, „მხარე აირჩია“ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში.
„ვხედავ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმერ პუტინს 50-დღიანი ულტიმატუმი მისცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალიან მკაცრი სანქციების მუქარით… ასევე აღსანიშნავია, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა უკრაინას“, – თქვა ფრანგმა მინისტრმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპული მხარე რამდენიმე კვირის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა თავის ქმედებებს „ამერიკელ სენატორებთან, რომლებმაც შეიმუშავეს სანქციების პაკეტი, მსგავსი იმისა, რაც ჩვენ ევროპულ დონეზე მივიღეთ“.
„ვიმედოვნებ, რომ ამერიკული სანქციების ეს პაკეტი… რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, – დასძინა ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 21-22 ივლისს კიევს, სუმსა და ხარკოვს ეწვია.
კიევში ვიზიტის დროს ბარომ პირობა დადო, რომ საფრანგეთი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას გააგრძელებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
