ოდესის გარდა მასირებული შეტევა იყო ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ჩერკასის ოლქებზე
რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ჩერკასის, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის ოლქებზე.
ქალაქ ჩერკასის მერის, ანატოლი ბონდარენკოს ინფორმაციით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებულია 25-მდე სახლი და სასაფლაო.
ჩერკასის მერმა სოციალური ქსელებით გაავრცელა დაზიანებული სასაფლაოს ფოტოები.
დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა იყო სააგარაკე კოოპერატივის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. დამწვარია სასწავლო დაწესებულების ერთი კორპუსიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ნიკოლაევში ხანძარი გაუჩნდა ორი საწარმოს საწყობებს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
24 ივლისს, შუაღამის შემდეგ რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ოდესაზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის რვა საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი.
ოდესაში ნაწილობრივ დანგრეულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მისი ერთი სადარბაზოს ოთხი სართულის მობინადრეები საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ხანძარი გაჩნდა ოდესის ცნობილი ბაზრის, „პრივოზის“ ტერიტორიაზე. დაზიანებულია ოდესის ბულვარი.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს