რუსული გამოცემა „ვესტი კავკაზა“ («Вести Кавказа») აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას ელოდება რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისაგან“ (ავტორი - მატვეი კატკოვი, პოლიტიკური მიმომხილველი).
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობისა მდგომარეობა დამძიმდა და ის ხელოვნული სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ყველა მომხდარი რევოლუცია თავისებურად წარმატებულია: რამდენად ჰგავს ბელარუსული პროტესტები სხვა ქვეყნებში მომხდარ ანტისამთავრობო გამოსვლებს“, რომელშიც ერთმანეთთანაა შედარებული ბოლო 20 წლის განმავლობაში რიგ ქვეყნებში (სერბეთში, საქართველოში, სომხეთში და ა.შ.) განხორციელებულ რევოლუციებს.
გერმანული გამოცემა „ჰეისე“ («Heise») აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორი იქნება ევროპული სახლი ბელარუსისათვის: პერსპექტივა“, რომელშიც საუბარია ბელარუსის „მომავალ ბედზე“ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ელიტა ხელმძღვანელობიდან გადადგება (ავტორი - ჰერალდ ნოიბერი).
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიან“-მა («УНИАН») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვინ არის ალექსეი ნავალნი“, რომელშიც ცნობილი რუსი ოპოზიციონერის პოლიტიკური პორტრეტის ზოგიერთი შტრიხია გადმოცემული. მასალაში საუბარია ალექსეი ნავალნის შეხედულებებზე საქართველოს მიმართაც (ავტორი - ირინა შევჩენკო).
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძლიერი სიცხეების გამო აგვისტოს თვეში დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.