გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეძლოს,- ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ულოცავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.