“ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა - გემებზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია” - Reuters
ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემი უსაფრთხოდ იქნა გაჩერებული და მათზე მყოფი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
გამოცემის ცნობით, „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 30 გემი ღაზისკენ გადაადგილებას აგრძელებს.
ფლოტილიის შემადგენლობაში მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული 40-ზე მეტი სამოქალაქო გემი შედის, რომელთა ბორტებზეც 500-მდე პარლამენტარი, ადვოკატი და აქტივისტი იმყოფება.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
