მაროკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ორი ადამიანი ემსხვერპლა
მაროკოში ანტისამთავრობო დემონსტრაციები მსხვერპლით დასრულდა. მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი მომსახურების მდგომარეობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ორი ადამიანი მოკლა.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი, სავარაუდოდ, თავდაცვის მიზნით გაუხსნა.
საპროტესტო ტალღა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კასაბლანკასა და რაბატში, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მზარდი უმუშევრობის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და სოციალური პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
დემონსტრანტებმა გააპროტესტეს 2030 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოყოფილი მილიარდები, მაშინ როდესაც მათივე თქმით, სკოლებსა და საავადმყოფოებს ძირითადი მომსახურების დაფინანსება ჯერ კიდევ არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის 263 პოლიციელი დაშავდა და მათი 142 მანქანა დაზიანდა.
მთავრობა აქციების ორგანიზატორებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს, პარალელურად ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
