უკრაინაში ომის გამო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეშია
გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა სიღარიბეში უკრაინაში ომის და მზარდი ინფლაციის შედეგად. UNICEF-ის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ღარიბი ბავშვების რიცხვი 19%-ით გაიზარდა.
გაეროს ბავშვთა ფონდი 17 ოქტომბერს, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა, მკვეთრად მოიმატოს რიცხვმა ისეთი ბავშვების, რომლებიც სკოლას ვერ ამთავრებენ და გაიზარდოს ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები.
ფონდის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნიდან რუსეთზე მოდის თითქმის ¾ ბავშვების, რომლებიც გაღარიბებულ ოჯახებში ცხოვრობენ. მათი რიცხვი 2.8 მილიონით გაიზარდა.
UNICEF-ის ინფორმაციით, ამჟამად სიღარიბეში ცხოვრობს 500 ათასი უკრაინელი ბავშვი. გაეროს ფონდის თანახმად, უკრაინაში ომის შედეგად საცხოვრებელი სახლების, სკოლების, წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემების და საავადმყოფოების ნგრევამ დააზარალა 7.5 მილიონი ბავშვი. ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია ტერიტორიების დანაღმვის გამოც.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაღუპულია 423 და დაჭრილია 810-ზე მეტი ბავშვი.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს