ივნისი 13 2022 წაკითხვა 461 ჯერ

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ის ტერიტორია, რომლის ოკუპირება 24 თებერვლის შემდეგ განახორციელა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ივნისი 13 2022 წაკითხვა 437 ჯერ

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ივნისი 12 2022 წაკითხვა 452 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ივნისი 12 2022 წაკითხვა 466 ჯერ

ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ივნისი 12 2022 წაკითხვა 445 ჯერ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასგანცხადებით, ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია.

ივნისი 11 2022 წაკითხვა 421 ჯერ

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვერდი 161 სულ 292
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.