"პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს"
პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან პუტინის ომით იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფა იყო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული სამშვიდობო წესრიგისთვის.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინი 25 ოქტომბერს უმასპინძლებს კონფერენციას უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომს გამართლება არ აქვს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: მას სურს უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
