დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო "ტელერამზე" წერს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შენობის ნანგრევებში, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც.
„კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია", - წერს კირილენკო "ტელეგრამზე".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.
ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 37 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.
"ბიბისი" იტყობინება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგება კონსერვატორების ლიდერის პოსტიდან და პრემიერის პოსტზე დარჩება შემოდგომამდე.