"ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება"
გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება.
ეს განცხადება მერკელმა გერმანული გამოცემის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 77 წლის იუბილეზე, მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
„ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი რეალურად არ იქნება დასრულებული“, – აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერმა ასევე მოუწოდა ევროპას, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.
„ჩვენ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ და სერიოზულად მივუდგეთ და არა როგორც ბლეფს“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
