ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში ფასების ზრდა აკრძალა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ბელარუსში ფასების ზრდა აკრძალა.
ამის შესახებ მან მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილებოდა ინფლაციასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები.
„ბელტა“ წერს, რომ „ლუკაშენკომ გააკრიტიკა ის პირები, ვინც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ფასების ზრდის კონტროლზე, რის გამოც საქმეში მისი ჩართვა გახდა საჭირო”.
„დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, ქვეყანაში ფასების ზრდა იკრძალება. და ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმემ ბუღალტრულად რამე უკვე გასული თარიღებით გადათვალოს”, -განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ საჭირო გახდეს გამონაკლისების დაშვება, თუმცა „ეს მინისტრის ნებართვით მოხდება“.
ლუკაშენკომ ასევე მოითხოვა, რომ ფასების ზრდის აკრძალვამ არ უნდა გამოიწვიოს ობიექტების დახურვა და ბაზრიდან გასვლა.
მისივე თქმით, ბრძანების შესრულებას ზედამხედველობას გენერალური პროკურორი და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე გაუწევენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
