22 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სუმიში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს.
აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ძლიერი ქარის გამო, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ,,სიენენი” იუწყება.
მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საომარი მდგომარეობის პირობებში კიევისგან არჩევნების ჩატარებას არავინ ელოდება.
არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
უკრაინას რამდენიმე თვეში შეუძლია ატომური ბომბის შექმნა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყვის აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის მომზადებულ საინფორმაციო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.