“ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი
ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყველაფერი კარგად მიდის.
„როგორც იცით, გუშინ მქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან და მის შესახებ დღეს ვისაუბრებთ. უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ბევრი რამ გადაიტანა და ჩვენც მასთან ერთად. ვფიქრობ, დიდ პროგრესს ვაღწევთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რაც გუშინ მოხდა, ვგულისხმობ ჩემს სატელეფონო საუბარს პუტინთან. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ეს დაიწყო ალასკაში, სადაც კონკრეტული გზამკვლევი იყო განხილული და ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, თუ არის შესაძლებელი ამის გაკეთება.
ჩვენ ეს ომი მემკვიდრეობად მივიღეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან და გვინდა, ვნახოთ, თუ შევძლებთ ამის დასრულებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პროგრესი გვაქვს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
