გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკური მიმომხილველის ფედორ კრაშენნიკოვისსტატია-კომენტარი სათაურით „ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება“. რომელშიც იგი მიუთითებს: მოსკოვში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რჟიმის დარღვევა იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეოპოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გავლენის მოხდენისათვის“.
თურქეთის პრესაში, მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, 1920-1921 წლის მოვლენების შესახებ აქტიური დისკუსია არის გამართული პროსამთავრობო და ოპოზიციურ გაზეთებში.
"ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, ამერიკულ გაზეთ „უოლ-სთრით ჯორნელ“-ში («The Wall Street Journal») გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით „თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი ბოევიკი მთიან ყარაბაღში იბრძვის“ (ავტორი - რაჯათაბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
რუსული გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ («Комсомольская правда») დღევანდელ, 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კიდევ სად შეიძლება ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ომი გაჩაღდეს“ (ავტორი - იგორ ემელიანოვი), რომელშიც საუბარია იმ ქვეყნებსა და რეგიონებზე, სადაც შესაძლოა, ყარაბაღის მსგავსად, საომარი მოქმედებები დაიწყოს - მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), უკრაინაში (დონბასში), ყირგიზეთში (ოშის ოლქში), აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება.
"სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა იმ თვითმფრინავების ჩამოგდება დაიწყონ, რომლითაც აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება. ამის შესახებ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა განაცხადა. რამდენად შესაძლებელია ამან კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლას რაიმე საფრთხე შეუქმნას?“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სომხები სატვირთო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებიან - ემუქრება თუ არა საფრთხე ავიამიმოსვლას საქართველოს საჰაერო სივრცეში
"აღსანიშნავია სხვადასხვა სომხური საინფორმაციო წყაროები საქართველოს სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანისათვის შეიარაღების მიწოდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდება, თუმცა სომხეთის ოფიციალური ხელისუფლება ამას უარყოფს. აშოტიანის თქმით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია შეაჩეროს იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისათვის, ყარაბაღს სრული მორალური უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, ჩამოაგდოს ნებისმიერ თვითმფრინავი, რომელსაც ომის დროს აზერბაიჯანში შეიარაღება მიაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ზოგადად ავიამიმოსვლას კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში - ამის სესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და განაცხადა, რომ სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. მისივე თქმით, სომხეთი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"არ მგონია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას მიწვდნენ. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიძლება ჩამოაგდონ თურქეთიდან წამოსული თვითმფირნავები. აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხებიან. მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოახდენენ ჩამოგდებას. სომხებს ტექნიუკური საშუალება აქვთ. ასევე მათ გააჩნიათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მეშვეობით საბრძოლო ტექნიკა. საქართველოში ავიამიმოსვლა უსაფრთხო იქნება, თუმცა აზერბაიჯანის მიმართულებით შეიძლება ცოტა ეჭვი შემეპაროს. სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.