რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სასწავლო ცენტრი დაბომბეს, სადაც უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ
საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ჟიტომირის მახლობლად უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრზე, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებმა უკრაინის ჟიტომირის რაიონის ოვრუჩის დასახლებასთან შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს, სადაც უკრაინაში ჩასული უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
მისი თქმით, დაიღუპა 100-ზე მეტი სამხედრო და მებრძოლი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
