ბელგიაში კვლავ საყოველთაო კარანტინი ცხადდება
ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის აღმავალი სტატისტიკის გამო, ქვეყანაში კვლავ საყოველთაო კარანტინი ცხადდება.
ამის შესახებ BBC იუწყება.
2 ნოემბრიდან დაიკეტება სილამაზის სალონები. ამასთან, მაღაზიებში დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების გაყიდვა. ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია ბარები და რესტორნები.
საზოგადოებრივ ადგილებში ნებისმიერი აკრძალულია ოთხზე მეტი პირის შეკრება.
ამასთან, დაწესდება კომენდანტის საათი.
აღნიშნული შეზღუდვები დეკემბრამდე იმოქმედებს.
საშემოდგომო სკოლის არდადეგები 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ევროპაში ინფექციის გავრცელების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ბელგიაში ფიქსირდება.
11,3 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით 11 452-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 412 314 დაინფიცირდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
