თურქეთის პრეზიდენტი ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა
თურქეთის პრეზიდენტი ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა და მაკრონს მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამასთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მუსლიმების მიმართ სიძულვილი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც მხარს ქვეყნის მეთაური უჭერს. ამ შემთხვევაში ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტზე გაამახვილა ყურადღება.
ეროდაღანის მტკიცებით, „მაკრონის განცხადება ისლამოფობიას ახალისებდა“ და უკვე მეორედ მოუწოდა მაკრონს „მენტალური მდგომარეობის შემოწმებისაკენ“.
ერდოღანის თქმით, საფრანგეთში ისლამის მიმართ სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულებები თითქმის ყოველდღე ხდება.
„ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურა ღიად უარყოფს მუსლიმების მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ისინი ვინც ხელს აფარებს თავდასხმებს მუსლიმებზე, აგრძელებენ ნაციზმის და ფაშიზმის იდეებს. დასავლეთში მუსლიმად ყოფნა და ამ რელიგიის მიმდევრობა თითქმის შეუძლებელი ხდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, ისლამოფობიის წინააღმდეგ იმოქმედონ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ლიდერს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
