ბარაკ ობამა ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიას შეუერთდება
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას შეუერთდება.
ბაიდენის საარჩევნო შტაბის განცხადებით, ობამა 21 ოქტომბერს ფილადელფიაში გაემგზავრება და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
9-12 ოქტომბერს ჩატარებული სატელევიზიო გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53% ხმას ჯო ბაიდენს აძლევს, ხოლო 42% მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
