ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის წევრმა გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა.
„ცესკო-მ 12 ხმით არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო,“- წერს გულნარა ჯურაბაევა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
ყირგიზეთში გუშინ დილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის ოფიციალური შედეგების თანახმადაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს. დღეს დილით აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავრობის შენობაც დაიკავეს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
