"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი"- იენს სტოლტენბერგი ყარაბაღის კონფლიქტზე
იმედი მაქვს, თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია იყო.
„შეშფოთებულები ვართ საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და გამონახოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა. ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისათვის, იენს სტოლტენბერგისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა დღეს, ნატო-ს გენერალური მდივნის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
