აშშ-მ ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
აშშ-მ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ იური ყარაევსა და ცესკოს მდივან ელენა დმუხაილოს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სანქციების სიაში სულ 8 პიროვნება ფიგურირებს, რომელთაც 9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება ედებათ ბრალად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ბელარუსის მაღალჩინოსნების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას კვლავ გააგრძელებს.
”შეერთებული შტატები განაგრძობს ბელარუსის მთავრობის წარმომადგენელთა დევნას, დემოკრატიის დამხობის მცდელობის გამო", - განაცხადა პომპეომ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
