დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების რჩევით, დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს გაატარებს.
„კოვიდ 19“-ით დაინფიცირების შემდეგ, დონალდ ტრამპი თავს დაღლილად გრძნობს, თუმცა კარგ განწყობაზეა და ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო," – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა.
„მას აფასებს ექსპერტთა გუნდი და ჩვენ ერთად მივცემთ რეკომენდაციებს პრეზიდენტსა და პირველ ლედის შემდეგი უკეთესი ნაბიჯების შესახებ“, – თქვა ტრამპის ექიმმა.
ექიმის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო „რეგენერონ ფარმაცევტიკალის“ ანტისხეულების კოქტეილის ერთჯერადი, რვაგრამიანი დოზა. ის კვლევის ეტაპზეა, მაგრამ „კოვიდ-19“-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა. ტრამპი ასევე იღებს თუთიას, „დე“ ვიტამინს, ფამოტიდინს, მელატონინსა და ასპირინს.
შონ კონლიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ამჟამად აქვს „მსუბუქი ხველა და თავის ტკივილი“, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები კარგად არიან და კორონავირუსზე ნეგატიურად შედეგი აქვთ ნაჩვენები.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
