სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
სომხეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, მიუთითოს აზერბაიჯანის სახელმწიფოს სასმართლოს რეგლამენტის 39-ე წესით შემდეგი:
„შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე საზღვრის მთელ პერიმეტრზე; შეწყვიტოს შერჩევითი თავდასხმები; შეწყვიტოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე."
სასამართლოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთის მოთხოვნა დამუშავების პროცესშია. ცნობილია, რომ რეგლამენტის 39-ე წესით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია მიუთითოს დროებითი ზომები ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანას ადამიანის უფლებების შესახებ.
დროებითი ზომები - ეს არის სასწრაფო ზომები, რომლებიც სასამართლოში არსებული პრაქტიკით, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საშიშროება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
