"აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყო"- ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, სომხეთის არმია წარმატებით ართმევს თავს ვითარებას.
დღეს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად, განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი თვითმფრინავი.
მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი ტელეფონით ესაუბრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპშიკს და მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
