ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსს შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს - ჯანმო
ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს.
ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის შეკავება არ მოხდება, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.
„ცხრა თვის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციას ერთ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. შესაძლოა, კიდევ ცხრა თვე დაგვჭირდება ვაქცინის შექმნამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსმა, შესაძლოა, კიდევ ერთი მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს. თუმცა, უკვე ახლა ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რათა ადამიანები გადავარჩინოთ და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაორმაგება არ დავუშვათ“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
